Talkstudio.app

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 2026 წლის 7 ოქტომბერი

ჩვენს პლატფორმასთან — ვებგვერდი talkstudio.app და TalkStudio-ს აპლიკაცია — თანამშრომლობისას თქვენ შესაძლოა მოგვაწოდოთ ორი სახის ინფორმაცია:

პირადი ინფორმაცია

პირადი ინფორმაცია, რაც ჩვენ გვჭირდება თქვენი იდენტიფიკაციისთვის: პირადი ინფორმაციის მეშვეობით ჩვენ ვახდენთ კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაციას შემდგომში მისთვის ჩვენი მომსახურეობის მიწოდების მიზნით.

პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია შეიძლება იყოს: თქვენი სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და დაბადების თარიღი.

როდესაც თქვენ ახდენთ ჩვენს პლატფორმაზე რეგისტრაციას და ანგარიშის გახსნას, ჩვენი მომსახურეობების საფასურის გადახდისას, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ წარმოადგინოთ თქვენი ბარათის ნომერი, ბარათის მოქმედების ვადა, აუთენტურობის კოდი ან სხვა საჭირო ინფორმაცია.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი ბარათის დეტალებს არ ინახავს ჩვენი პლატფორმა — გადახდას თქვენ ახორციელებთ ჩვენი პარტნიორი ბანკის დაცული გადახდის სისტემით. შესაბამისად, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თქვენი ბარათის ინფორმაციაზე.

თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩვენს მიერ შესაძლებელია გამოყენებული იქნას:

არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია

არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს იმ სანავიგაციო კომპიუტერული პროგრამის (browser) სახეობას, რომელსაც თქვენ იყენებთ, თქვენს „IP" მისამართსა და მოწყობილობის ტიპს. ჩვენ შესაძლოა ავტომატურად მივიღოთ ეს ინფორმაცია იმ დროს, როდესაც თქვენ იყენებთ ჩვენს პლატფორმას, სერვისის გამართული მუშაობისა და გაუმჯობესების მიზნით.

ხმოვანი ვარჯიში (TALIA) და ხელოვნური ინტელექტი

TALIA-სთან ვარჯიშისას თქვენი ხმის ჩანაწერი დაცული კავშირით იგზავნება დასამუშავებლად: Microsoft-ის სერვისი Azure AI Speech მას ტექსტად გადაიყვანს და გამოთქმას აფასებს, ხოლო Anthropic-ის სერვისი Claude ამ ტექსტს აანალიზებს — ასწორებს გრამატიკას და ქმნის შემდეგ კითხვას. AI ტუტორთან ტექსტური საუბრისას თქვენი შეტყობინებებიც Claude-ს გადაეცემა.

ხმის ჩანაწერს ჩვენ არ ვინახავთ — ის დამუშავებისთანავე იშლება. თქვენს ანგარიშზე ვინახავთ მხოლოდ ვარჯიშის მოკლე ჩანაწერს: დასმულ კითხვებს, შესწორებებს, ცუდად წარმოთქმულ სიტყვებს და ლაპარაკის ხანგრძლივობას, რათა TALIA-მ თქვენი პროგრესი გაითვალისწინოს და შეცდომების გამეორება შემოგთავაზოთ. ხარისხის გასაუმჯობესებლად ცალკეული წინადადებები შეიძლება ანონიმურად, თქვენს ანგარიშთან კავშირის გარეშე, შევინახოთ.

ანალიტიკა და cookie ფაილები

ვებგვერდზე ვიყენებთ Google Analytics-ს, რათა გავიგოთ, როგორ იყენებენ ვიზიტორები პლატფორმას (მაგალითად, რომელ გვერდებს ნახულობენ და რა ეტაპზე წყვეტენ რეგისტრაციას). ანალიტიკური cookie ფაილები მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ ჩაირთვება — თანხმობას საიტზე პირველი შესვლისას გთხოვთ. Google Analytics-ს თქვენს სახელს ან ელფოსტას არ გადავცემთ.

მესამე მხარის მომსახურებები

პლატფორმის მუშაობისთვის ვიყენებთ შემდეგ მომსახურებებს და თითოეულს მხოლოდ იმ ინფორმაციას ვუზიარებთ, რაც კონკრეტული ფუნქციისთვის არის საჭირო:

თქვენს პირად მონაცემებს არ ვყიდით და სარეკლამო მიზნით არავის გადავცემთ.

ანგარიშის წაშლა

ანგარიშის წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ: აპლიკაციაში — პროფილი → თქვენი ელფოსტა → „ანგარიშის წაშლა", ან ვებგვერდზე: talkstudio.app/delete-account. წაშლისას მაშინვე იშლება თქვენი ანგარიში, სასწავლო პროგრესი, TALIA-ს ვარჯიშების ისტორია და დარჩენილი წუთები; სარეზერვო ასლებიდან — არაუგვიანეს 30 დღისა. გადახდების ჩანაწერები (თანხა, თარიღი, შეკვეთის ნომერი) კანონით დადგენილი ვადით ინახება, თუმცა თქვენს ელფოსტასა და სახელს აღარ უკავშირდება.

ინფორმაციის განახლება და შეცვლა

თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ნებისმიერი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს პლატფორმაზე თქვენი ანგარიშის შესაბამის განყოფილებაში შესვლით. ჩვენ მოგიწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ განაახლოთ თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია მისი შეცვლის შემთხვევაში. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენს ანგარიშზე არსებული ინფორმაციის წაშლა. თუმცა იმის გამო, რომ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ძველ ტრანზაქციებს, თქვენ ვერ წაშლით ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია პლატფორმაზე განხორციელებულ ძველ ტრანსაქციებთან. გარდა ამისა, ჩვენთვის შეიძლება შეუძლებელი გახდეს მთელი თქვენი ინფორმაციის წაშლა, რადგან ჩვენ პერიოდულად ვახდენთ ინფორმაციის დარეზერვებას. თქვენი ბარათის ინფორმაცია არ ინახება ჩვენს პლატფორმაზე, არამედ განთავსებულია დაცულ გვერდზე, რომელსაც უზრუნველყოფს და მართავს ჩვენი პარტნიორი ბანკი. ამ უკანასკნელს საკუთარი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა აქვს, რომელიც ჩვენი კონტროლის სფეროს არ წარმოადგენს.

მომხმარებლის არჩევანი ინფორმაციის შეგროვებასა და გამოყენებაზე

თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თავი შეიკავოთ ინფორმაციის დამატებითი წარმოდგენისაგან. თუმცა ინფორმაციის წარმოდგენა შეიძლება აუცილებელი გახდეს ჩვენი მომსახურეობის მისაღებად.

ინფორმაციის უსაფრთხოება

თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს პლატფორმაზე ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი მომხმარებლის სახელისა და პაროლის მითითების შემთხვევაში. ეს პაროლი დაშიფრულია. ჩვენ გირჩევთ, რომ მესამე პირებს არ გაანდოთ თქვენი პაროლი. გარდა ამისა, თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალსა და კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი. ჩვენ არ გვაქვს რაიმე ინფორმაცია თქვენს ბარათთან დაკავშირებით და ჩვენთვის იგი ხელმისაწვდომი არ არის, რადგან თქვენი ბარათი პარტნიორი ბანკის კონტროლის სფეროს განეკუთვნება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები და ასევე ვცდილობთ კავშირები დავამყაროთ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც იგივენაირად უდგებიან ამ საკითხს. თუმცა ჩვენ ვერ გავცემთ რაიმენაირ გარანტიას პლატფორმისთვის ან პლატფორმიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს ნებისმიერი მესამე მხარის ქმედებებზე, რომელმაც შეიძლება მიიღოს ნებისმიერი მსგავსი ინფორმაცია. ნებისმიერი ურთიერთობა თქვენსა და talkstudio.app-ს შორის, როგორიცაა ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით მიმოწერა, სადაც თქვენ წარმოადგენთ რჩევებს ან კომენტარებს ჩვენი მომსახურების გაუმჯობესებასა ან შეცვლასთან დაკავშირებით, ჩაითვლება ჩვენს მიერ როგორც არაკონფიდენციალური და არა საკუთრებრივი ინფორმაცია. თქვენ თანახმა ხართ, რომ ასეთი ინფორმაცია გამოყენებული იქნება ჩვენს მიერ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

მომსახურების მიღების წესები

ჩვენი ვირტუალური პროდუქტების მიღებას შეძლებთ მომენტალურად, შესყიდვის განხორციელებისა და თქვენი ანგარიშის გახსნის შემდეგ. ციფრულ პროდუქტებზე მათი გამოყენებისა და მათზე წვდომის წესები და პირობები მოცემულია თქვენს პირად კაბინეტში და გთხოვთ გაეცნოთ.

უფლებები

აპლიკაციის ყველა შემადგენელი ნაწილი შექმნილია ნატალია თომაშვილის მიერ და წარმოადგენს მის ინტელექტუალურ საკუთრებას. ყველა უფლება დაცულია. აკრძალულია ამ ინფორმაციის გავრცელება და მესამე პირისთვის გადაცემა ნებისმიერი გზით. ასევე აკრძალულია პლატფორმაზე თქვენი ანგარიშის დეტალების გადაცემა მესამე პირებისათვის.

მომსახურების გაუქმების პირობები

მომსახურების გაუქმების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ „დაბრუნების პოლიტიკის" განყოფილებაში.

წვდომა და კონტაქტი

აპლიკაციის მასალებზე წვდომა მოხდება გამოწერის გააქტიურების შემდეგ, მომენტალურად. თუ გადაიხადეთ, მაგრამ წვდომა არ გააქტიურდა, ან სხვა შეკითხვა გაქვთ, დაგვიკავშირდით ელფოსტაზე: support@talkstudio.app