Talkstudio.app

დაბრუნებისა და გაუქმების პოლიტიკა

ბოლო განახლება: 2026 წლის 30 ივლისი

TalkStudio-ს გამოწერა ციფრული სერვისია, რომელზეც წვდომა ხდება გადახდისთანავე. წინამდებარე პოლიტიკა განმარტავს გამოწერის გაუქმებისა და თანხის დაბრუნების პირობებს.

1. გამოწერის გაუქმება

გამოწერის გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს. გაუქმების შემდეგ მასალაზე წვდომა შენარჩუნდება უკვე გადახდილი პერიოდის ბოლომდე.

2. თანხის დაბრუნების საფუძვლები

შეძენის დროს გადახდილი თანხა სრულად უბრუნდება მომხმარებელს, თუ მას აქვს დასაბუთებული უკმაყოფილება მიწოდებული მასალის ხარისხისა და სერვისის მიმართ. უკმაყოფილება უნდა დააფიქსიროს შეძენიდან არაუგვიანეს 24 საათისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ თანხა უკან აღარ ბრუნდება.

3. თანხის დაბრუნების ვადა

დამტკიცების შემთხვევაში გადახდილი თანხა სრულად უბრუნდება მომხმარებელს მისთვის სასურველ საბანკო ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორებით, მოთხოვნიდან 10 კალენდრული დღის ვადაში.

4. თანხის დაბრუნების მოთხოვნა

თანხის დაბრუნება მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს ელფოსტაზე support@talkstudio.app. მოთხოვნისას მან უნდა წარმოადგინოს გადახდის ამსახველი ქვითარი, სადაც მითითებულია გადამხდელის სახელი და გვარი, გადახდილი თანხის ოდენობა და გადახდის თარიღი.

5. მაღაზიებში (Google Play / App Store) შეძენილი გამოწერა

ასეთი გამოწერების დაბრუნება ხდება შესაბამისი მაღაზიის წესებით, უშუალოდ Google-სა ან Apple-თან მიმართვით.

6. კონტაქტი

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე: support@talkstudio.app