

უამრავი გაკვეთილი დევს ინტერნეტში, მაგრამ ხშირად არ იცი საიდან დაიწყო, არ იცი ახლა რა დონეზე ხარ და რაშია პირადად შენი პრობლემა ინგლისურში.
გაიარე ტესტი, აპი გეტყვის შენს დონეს და შენი მიზნებიდან გამომდინარე თვითონ დაგიგეგმავს სასწავლო სტრატეგიას. შეგახსენებს ყოველდღე რა გაქვს გასაკეთებელი, რას მოუსმინო და რა გადაიმეორო. დაიმახსოვრებს შენს პროგრესს და დაგიწერს ქულებს. ამ ქულებით შეძლებ იყიდო აპის სხვა პროგრამები და უფასოდ მიიღო შენთვის საინტერესო მასალები.
სალაპარაკო ინგლისური, სუბტიტრებით ეკრანზე.
სიტყვები, წინადადებები, მოსმენა და საუბრის პრაქტიკა ყოველი გაკვეთილის შემდეგ.
აპი იმახსოვრებს შენს შეცდომებს და შეგახსენებს რა გაქვს გადასამეორებელი.
აპი ზუსტად გაჩვენებს, რა ისწავლე და როგორ ვითარდება შენი დონე ინგლისურში.

და დაგეგმე, როგორ ისწავლო ინგლისურად ლაპარაკი სწრაფად.
„ინგლისურს მერე ვისწავლი, როცა დრო მექნება“. თუ ეს შენც გითქვამს, TalkStudio შენთვის შევქმენი. დღეს თუ ათი წუთი გაქვს, შენი პირველი გაკვეთილი ამ ათ წუთშიც ჩაეტევა.
28 წელია, ინგლისურს ვასწავლი. ამ პერიოდის მანძილზე სულ მხვდებოდნენ ადამიანები, რომლებიც წლებია სწავლობენ, გაუთავებლად იწყებენ გრამატიკას თავიდან, იზეპირებენ წესებს, სიტყვებს, ტექსტებს, მაგრამ ლაპარაკზე რომ მიდგება საქმე, შეიძლება ელემენტარული ფრაზა ვერ ააწყონ.
მეც ასე ვიყავი, რაღაც სხვა ინგლისური ვიცოდი, რომელსაც ლაპარაკთან საერთო არაფერი ჰქონდა. ამიტომ მომიწია მეძებნა გზები, მომეფიქრებინა მეთოდი, რომლითაც ჯერ მე შევძლებდი ენის ამოდგმას და შემდეგ დავეხმარებოდი სხვებს.
მე ეს შევძელი და უკვე უამრავ ადამიანს ვასწავლე ინგლისურად ლაპარაკი. ჩემი კარიერის მანძილზე სალაპარაკო ინგლისურის 12 წიგნი დავწერე, მათ შორის ბესტსელერი „Everyday English“ და სალაპარაკო ინგლისურის წიგნი ექიმებისთვის.
2016 წლიდან დავიწყე ჩემი მეთოდის გაციფრულება, ვქმნიდი ვიდეოკურსებსა და სასწავლო მასალებს. სოციალურ ქსელებში 180 000-ზე მეტი გამომწერი მყავს, უამრავ მადლობას ვიღებ ყოველდღე და ეს ძალიან მახარებს.
TalkStudio ჩემი ციფრული ვერსიაა, განსაკუთრებით კი TALIA. მასთან ინგლისურად საუბარში შეგიძლია ვარჯიში. მისი მთელი ტვინი მე დავწერე. მისი ხმაც მეთვითონ შევქმენი. მინდოდა, ისე დაგელაპარაკებოდა, როგორც მე დაგელაპარაკებოდი გაკვეთილზე. მშვიდად, ემპათიით და ყურადღებით.
TalkStudio შეგიძლია გამოიყენო მაშინ, როცა გცალია, შეგიძლია უსმინო ჩემს ხმას, ჩემს გაკვეთილებს ისე, რომ თან შენი საქმეები აკეთო, თან ისწავლო და არ მოგიწიოს შენი გრაფიკის შეცვლა.
მე წარმატებებს და ბევრ ბედნიერ დღეს გისურვებ!
მალე შევხვდებით!
ყველა გაკვეთილი, ქვიზები, აუდიო და TALIA ერთ გამოწერაში. ავტომატურად არ განახლდება.
ვერ იპოვე პასუხი? მოგვწერე: support@talkstudio.app
რეგისტრაციის შემდეგ შეგიძლია მიიღო პირველი 2 გაკვეთილი, დონისა და სიტყვების ტესტი, ასევე TALIA-სთან ერთი საუბარი. უფასოდ. ბარათის მითითება არ დაგჭირდება.
TALIA შენი სასაუბრო პარტნიორია აპში. დაგისვამს შეკითხვებს, მოუსმენს შენს პასუხს, გაგისწორებს გრამატიკას და გამოთქმას. შენს შეცდომებს ქართულად და მარტივად აგიხსნის.
A1, A2, B1, B2.
დამწყებიდან – მაღალ დონემდე.
თუ არ იცი შენი დონე, დონის შესაფასებელი ტესტი 2 წუთში გეტყვის, საიდან დაიწყო.
აპში დააჭირე „გამოწერას“ და აირჩიე, რამდენი ხნით გინდა.
არა. გამოწერა ვადის ბოლოს თავისით არ გაგრძელდება. ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე შეგახსენებთ და თავად აირჩევ, გააგრძელებ თუ არა.
iPhone-ზე (App Store), Android-ზე (Google Play) და კომპიუტერზე ბრაუზერიდან, talkstudio.app-ზე. ერთი ანგარიშით ყველგან, შენი პროგრესი ინახება აპის შიგნით.
პირობები იხილე დაბრუნების პოლიტიკაში.
დღეში 10 წუთი და ინგლისურად ლაპარაკი გაგიადვილდება.

